გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ამბობს, რომ გერმანია კორონავირუსის ახალ ვარიანტს სერიოზულად უნდა მოეკიდონ. ამის შესახებ უცხური მედია წერს.
როგორც მერკელი ამბობს, ვირუსის მუტაცია საფრთხეს წარმოადგენს.
„მუტაცია გაცილებით გადამდებია და პანდემიის კონტროლს ართულებს. ხალხს ვურჩევ, სერიოზულად მოეკიდონ ამას. წინააღმდეგ შემთხვევაში, რთულია მესამე ტალღის თავიდან აცილება“, – აღნიშნა ანგელა მერკელმა.
გერმანიის კანცლერის განმარტებით, სიკვდილიანობის შემთხვევების რიცხვი კვლავ შოკისმომგვრელია.
20 იანვარს გერმანიის მთავრობამ ქვეყანაში ლოკდაუნის რეჟიმი 14 თებერვლამდე გაახანგრძლივა.











