დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე კიდევ ერთხელ განმარტავს, რა ეფექტი აქვს ანტიგენზე დამყარებულ ტესტს და რა შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ ტესტირება.
პაატა იმნაძის განმარტებით, თუ პაციენტს კლინიკური ნიშნები აქვს, ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტის შედეგი PCR-ით გადამოწმებას აღარ ექვემდებარება.
„ის ანტიგენზე დამყარებული ტესტი, რომელიც ახლა საქართველოში გვაქვს არის სამხრეთ კორეის წარმოების, რომელიც რეკომენდებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. მისი მგრძნობელობა თითქმის 97%-ია, ხოლო სპეციფიურობა თითქმის 100%. ანუ პრაქტიკულად არაა ანტიგენზე დამყარებული ტესტის განსხვავება PCR-ისგან არც მგრძნობელობაში და არც სპეციფიურობაში. უკვე მოეწერა ხელი პრემიერ-მინისტრის განკარგულებას და პრაქტიკულად დღეიდან უკვე ოფიციალურად არის განსაზღვრული ის კატეგორიები, სადაც უპირველესად უნდა გამოიყენონ ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი დიაგნოსტიკის დროს.
თუ პაცინეტს აქვს კლინიკური ნიშნები, ანტიგენზე დამყარებული ტესტი PCR-ით გადამოწმებას აღარ ექვემდებარება“,-აღნიშნა პაატა იმნაძემ.











