აზერბაიჯანელ ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელსაც საქართველოში ჩამოსასვლელად ბერლინიდან გამოფრენის საშუალება არ მისცეს, აპირებს ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისს“ და საქართველოს ხელისუფლებას სასამართლოში უჩივლოს. ამის შესახებ მან „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ჟურნალისტი აცხადებს, მისთვის გაუგებარი და დაუსაბუთებელია გამოფრენაზე უარის თქმის მიზეზი.
„საქართველოს პროკურატურის მოწვევა მქონდა, თუ საქართველოს პროკურატურა არ არის ოფიციალური ორგანო, მაშინ თქვან. მაგრამ ეს საქართველოს ხელისუფლებას, ივანიშვილს არ უნდოდა რომ ჩამოვსულიყავი თბილისიში, მიმეცა ჩვენება, მეჩვენებისა დანაშაულის ადგილი. აზერბაიჯანიდან გამაგდეს, ახლა გამოდის რომ თბილისში ჩასვლის უფლებაც არ მაქვს, რომ ახლობელებს შევხვდე. ვფქრობდი დედაჩემი, რომელსაც კიბო აქვს და ჩემი ძმა მენახა, ჩვენ ხო ზაქათალიდან ვართ, ვფიქრობდი შევხვდებით თბილისში. მაგრამ როგორც ჩანს ორივე ხელისუფლებამ [საქართველოს და აზერბაიჯანის] ასე გადაწყიტა. ვფიქტობ სასამართლოში ვიჩუვლო ავიაკომპანიას და საქართველოს ხელსიფლებას, თითქმის 600 ევრო დავხარზე, ბილეთი ვიყიდე, 120 ევრო კორონავირუსის ტესტში გადავიხადე, ლაიფციგიდან ბერლინში ჩავედი და ორი ღამე სასტუმროში გავატარე გამოფრენამდე და ამას გარდა უბრალოდ დამცინეს. მანამდე შეეძლოთ ეთქვათ, რომ არ შეეძლოთ ჩემი თბილისში გაშვება“, – აცხადებს მუხთარლი.
აფგან მუხთარლისთვის საქართველში გამომგზავრებაზე უარის საფუძველთან დაკავშირებით ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ განცხადება გაავრცელა.
კომპანიის განმარტებით, მუხთარლის უარი იმის გამო უთხრეს, რომ ის აზარბაიჯანის მოქალაქეა და არ შედის „მწვანე ზონის ქვეყნების“ ჩამონათვალში, რომელთაც საქართველოში შემოსვლის უფლება აქვთ.










