აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა.
შესვლამდე მას მედიასთან კომენარი არ გაუკეთბია.
შეგახსენებთ, აფგან მუხთარლი თბილისში 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება. აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით – აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდის და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით ჰქონდა წაყენებული.
აფგან მუხთარლი 7 აპრილს თბილისში დაბრუნდა.








