აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია სირიაში ჩავიდა.
მისი “ოფიციალური ვიზიტის” შესახებ პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას.
აფხაზური დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში “პარლამენტის და მთავრობის წევრებიც შედიან,შეხვედრებს დღეიდან, 17 მაისიდან გამართავენ”,- ნათქვამია განცხადებაში.
ამავე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ასლან ბჟანია სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს შეხვდება. ასევე გაიმართება,”აფხაზეთ-სირიის მთავრობათაშორისი კომისიის პირველი სხდომა”.
სირიის არაბთა რესპუბლიკამ აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2018 წლის მაისში აღიარა.
ავტორი: თეა შონია











