აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ დაურ კოვეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ იგი ფეისბუკის გვერდზე წერს. ამბობს, რომ ტესტირებაზე დადებითი პასუხი მიიღო.
„თავს ნორმალურად ვგრძნობ. თვითიზოლაციაში ვიმყოფები“, – ამბობს ე.წ. მინისტრი.
კორონავირუსი დაუდასტურდათ ასევე, დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას და პრემიერ ალექსანდრ ანქვაბს, რომელიც მოსკოვში მკურნალობას აგრძელებს.
ოკუპირებულ აფხაზეთში 11 იანვრისთვის, დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 10 ათასს გადააჭარბა – 10 097.
აქტიურია 2 ათასზე მეტი შემთხვევა.
ავტორი: თეა შონია











