კორონავირუსისახალი შტამი „ბოტსვანა“ B.1.1.529 უფრო გადამდებია, ვიდრე დელტა შტამი და მისი 10 მუტაციაა ცნობილი. ეს კი დელტა ვარიანტის მუტაციებზე რამდენჯერმე მეტია.
შტამი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მეცნიერებმა აღმოაჩინეს. კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების გამო რამდენიმე ქვეყანამ სამხრეთ აფრიკის რეგიონიდან ფრენები შეაჩერა.
აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორი, ჯონ ნკენგასონგი ამბობს, რომ ისეთი შეზღუდვების დაწესება, როგორიცაა ავიამიმოსვლის შეწყვეტა, კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელებას ვერ შეაჩერებს.
„დაწესებული შეზღუდვები ყოველთვის ართულებს რეაგირების კოორდინაციას. ეს არ შველის და არასოდეს შეუწყვია ხელი მსოფლიოში რომელიმე ვარიანტის გავრცელების შემცირებისთვის“, – აღნიშნა ჯონ ნკენგასონგმა.
შეგახსენებთ, კორონავირუსის ახალი, B.1.1.529 ვარიანტის დაფიქსირების გამო სამხრეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნებთან ავიამიმოსვლის შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღეს ბრიტანეთმა, ისრაელმა, იაპონიამ, იტალიამ, ჩეხეთმა და გერმანიამ.











