“უკვე წინასწარ აპირებენ, ისევ იგივე საბოტაჟი მოუწყონ ამ ქვეყანასა და არა რომელიმე პარტიას, თუნდაც მმართველს, რაც ამ ხნის განმავლობაში გააკეთეს”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო სხდომაზე განაცხადა.
“რამდენიმე ფრაზა მოვისმინეთ ოპოზიციისგან. ბატონი არმაზი, რომელიც აქ ბრძანდება, უკვე დაკავებულია იმ არჩევნების, რომელიც ახალი საარჩევნო გარანტიებით უნდა ჩატარდეს რამდენიმე თვეში ამ ქვეყანაში, ლეგიტიმაციის პრობლემაზე ზრუნვით. ეს არის ნიშანი იმისა, რომ უკვე წინასწარ აპირებენ, ისევ იგივე საბოტაჟი მოუწყონ ამ ქვეყანას და არა რომელიმე პარტიას, თუნდაც მმართველს, რაც ამ ხნის განმავლობაში გააკეთეს“, – განაცხადა მდინარაძემ.










