2021 წლის აპრილში, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 44,8%-ით გაიზარდა. ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს.
მათივე ინფორმაციით, პირველი-ოთხი თვის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 8,1% იყო.
ცნობისთვის, 2020 წლის აპრილი საქართველოში მკაცრი ლოქდაუნის პერიოდი იყო და ეკონომიკა რეკორდულად, 16,6%-ით შემცირდა.










