საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დათო ოქიტაშვილი ნინოწმინდის პანსიონის ირგვლივ არსებულ სკანდალს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ჩვენ ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ , და მოგვაქვს ტკბილი მოგონებები, ტკივილიანი განცდები და უამრავი სხვა ემოცია, ამიტომ არ არსებობს ,ადამიანი მას თუ ადამიანი ჰქვია , ბავშვის მიმართ თანაგრძნობა არ ჰქონდეს.
მართლაც არ მეგულება სამყარო, ბავშვის ერთ ცრემლადაც არ ღირს , ქუჩაში, მტვერში წაქცეული პატარა ადამიანები, არ უნდა გამოვიყენოთ რაიმე ქულების დასაწერად.
ვაცალოთ გამოძიებას, მივადევნოთ თვალი, ფრთხილად და სათუთად ვისაუბროთ, არ გვინდა ეგზალტირებული ტონი, ეს არაა მეგობრებო, გამორჩენის მიზეზი.
აქ ჩასაფრება ის ნაძირლობაა, რომელსაც ანალოგი არ აქვს, ფრთხილად ჩვენ გვერდით ბავშვები არაინ”, – წერს დავით ოქიტაშვილი.











