ამ წუთებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოზურგეთში მოსახლეობა აქციას მართავს.
ადგილობრივები სოფლის შიდა გზისა და წყლის პრობლემების გადაჭრას ითხოვს.
„8 წელია გვპირდებიან და გვატყუებდნენ. უკიდურეს ზომამდე მივედით და გამოვედით ქუჩაში.
ბატონი მერი იყო მოსული ახლა და დაგვპირდა, რომ გააკეთებს. “- თქვა აქციის მონაწილემ, ნადია ქარდავამ.
“შეწუხებულები ვართ, ბავშვები გვყავს, ხან სტუმარი მოგვდის, ადამიანები ხომ ვართ, რამდენ ხანს ვითმინოთ?”- განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
ავტორი:ნინე ულუმბელაშვილი











