“როდესაც მოდერაცია წარიმართება, კონკრეტულად ევროკავშირის პრეზიდენტის წარმოგზავნილი პირის მხრიდან და როდესაც შენ პარალელურად ცდილობ საჯარო მოდერირებას, რა გამოდის, რომ არ ენდობიან დანიელსონის უნარებს, თუ რა ხდება?”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც კომენტარი მოდერაციის პროცესთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებულ წინადადებებზე გააკეთა.
„ვნახე, წინადადებები, რომელიც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ წარმოადგინა. როდესაც მოდერაცია წარიმართება, კონკრეტულად ევროკავშირის პრეზიდენტის წარმოგზავნილი პირის მხრიდან და როდესაც შენ პარალელურად ცდილობ საჯარო მოდერირებას, რა გამოდის, რომ არ ენდობიან დანიელსონის უნარებს, თუ რა ხდება? არასწორი ნაბიჯია, როდესაც წარიმართება მოდერაცია, როდესაც წინადადებებს წამოაყენებს მოდერატორი და ამ დროს შენ ცდილობ, საჯარო მოდერაცია გაუწიო რაღაც პროცესს. ეს არ ვიცი, ან გამოცდილების ბრალია, ან სხვა რამის. თავისთავად არასწორი ნაბიჯი იყო და კონტრპროდუქტიული იმ მოდერაციისთვის, რომელსაც ჩვენი პარტნიორები აწარმოებენ“, – განაცხადა კობახიძემ.











