„ნაციონალური მოძროაბის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს რომ გირაოს არ გადაიხდი და მას ვერ დაიჭრენ. ამის შეასხებ მან გამართულ ბრიფინგზე განაცხდა.
„მე დიდ პატივს ვცემ სახელმწიფო ინსტიტუტებს, თუმცა როცა ქვეყანაში პროკურატურა შოთაძე-ფარცხალაძის საკუთრებაა, როცა სასმართლო მურუსიძე-ჩინჩალაძის საკუთრებაა, პარლამენტი კი კობახიძე-გავრილოვის სახეს წარმოადგენს და ეს ყველა ინსტიტუტი ბიძინა ივანიშვილის ჯიბეშია, მომიტევეთ მაგრამ მე არანაირი მორალური უფლება არ მაქვს მივიღო მონაწილეობა ამ სიყალბეში. ამიტომ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ჩვენი ბრძოლა არის ძალიან მართალი, მე ამ ბრძოლაში ვარ მართალი. ჩვენ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ. არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ“,- განაცხადა ნიკა მელიამ.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს










