გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი ცხედრისთვის დნმ-ის ანალიზის ჩატარებას ითხოვს. როგორც „პრაიმტაიმნიუსს” გარდაცვლილის მამამ განუცხადა, მისი შვილის ცხედარი მძიმე მდგომარეობაში ნახა, ამიტომ ეჭვი გაუჩნდა.
“მიცვალებული რომ ვნახე, ისეთ დღეში იყო… ორ და სამ დღეში ასეთი რამე არ ხდება. არ გამოვრიცხავ, რომ ჩემი შვილის ცხედარი არ იყო, ყველაფერი შესაძლებელია, ამიტომ ვითხოვ დნმ-ის ტესტის გაკეთებას.
ძალიან დიდი ეჭვი გამიჩნდა, ისეთი, როგორიც კომპიუტერზე. გზა რომ გადაკეტეს, მანქანა მაშინ გამოჩნდა, ამაზეც ეჭვი მეპარება“, – ამბობს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალი თბილისში სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი მანქანა გუშინ, 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში მწყემსმა იპოვა.
- თვითმკვლელობის ინსცენირება ინექციით – რა ვერსიებზე საუბრობს ბაჩალიაშვილის საქმის უკრაინელი ექსპერტი
- ოჯახი ადგენს, ვინ იყო მამაკაცი, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილის მამას დაურეკა
- „პრაიმტაიმის“ ინფორმაცია, რომ თამარ ბაჩალიაშვილს ფსიქოლოგი ჰყავდა, შსს-მ დაადასტურა – ის უკვე დაკითხეს
- Exclusive: ვისთვის ვმუშაობდით მე და თამარი, კონფიდენციალურია – ბაჩალიაშვილის თანამშრომელი გარდაცვლილი პროგრამისტის საქმიანობაზე
- Exclusive: ავტომანქანაში ნაპოვნია თამარ ბაჩალიაშვილის წერილი – რა დაწერა მან გარდაცვალებამდე
- გავრცელებული ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილს ანაბარზე 75 ათასი ლარი ჰქონდა
- ზეგ“-ის პროგრამირების მენეჯერი თამარ ბაჩალეიშვილთან მიმოწერას ასაჯაროებს
- ვიცოდი, რომ სამსახურიდან უნდა წასულიყო – თამარ ბაჩალიაშვილის კომპანიის დირექტორი გარდაცვლილ პროგრამისტზე
- 17 ივლისს ბაჩალიაშვილმა წამლები იყიდა, შსს არკვევს არის თუ არა, რაც მანქანაში იყო











