„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია სასამართლო პროცესის პარალელურად მედიასთან კომენტარს აკეთებს. როგორც ნიკა მელია ამბობს, ყველა გადაწყვეტილება შიშით იქნება ნაკარნახევი.
როგორც მელია ამბობ ს, ჯერ არ აპირებს მის გეგმებზე საუბარს იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მისი დაპატიმრების გადაწყვეტილებას გამოიტანს.
„ნებისმიერ შემთხვევაში, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გაფორმდეს, ეს იქნება შიშით ნაკარნახევი. შიში რას გააკეთებინებს „ქართულ ოცნებას“ , ამას დაველოდოთ და ვნახოთ. გავრილოვის საქმეზე და მისი დავალებით გავრილოვი ვერც ერთ საქართველოს მოქალაქეს არ დაიჭერს. არ გეტყვით რას ვაპირებ, არ გავუადვილებ საქმეს გავრილოვ-ივანიშვილს“,- განაცხადა ნიკა მელიამ.
ამ წუთებში სასამართლოში ნიკა მელიას საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.










