„არ გვიკვირს ჩვენ ამ ხალხისგან რუსულ წრეზე ტრიალი და რუსული კონტაქტები“,- ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „პატრიოტთა ალიანსზე“ საუბრისას განაცხადა.
როგროც მან აღნიშნა, თუკი „დოსიეს“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია დადასტურდება, ამის შესახებ შესაბამისი უწყებები მიიღებენ ზომებს.
„თუკი ნემისმიერ ადამიანს თუ პარტიას, რომელსაც შეიძლება დაუდასტურდეს მსგავსი ფაქტი, ბუნებრივია ამას არავინ მოერიდება. სტატია იბეჭდება დღეს ასი ათასობით. სტატიის გამო რომ გამოძიება დავიწყოთ, აქეთ დაგვდებენ ბრალს და შესაძლოა მართლებიც იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ქვეყანასთან არ არიან მართლები. სპეკულაციების სივრცე რომ არ დავტოვოთ, თუ რაიმე ფაქტი იქნება, შესაბამისი ორგანოები მიიღებენ ზომებს.
არ გვიკვირს ჩვენ ამ ხალხისგან რუსულ წრეზე ტრიალი და რუსული კონტაქტები. არანაკლებ საშიშები არიან ერთმანეთზე ისინი, ვინც აშკარად რუსულ პოზიციებს აფიქსირებენ და ის ადამიანები, რომლებიც არ აფიქსირებენ, მაგრამ რუსულ საქმეს აკეთებენ. ასეთები საქართველოში სამწუხაროდ ბევრი გვყავს“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია „დოსიემ“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, წინასაარჩევნოდ კრემლი საქართველოში „პატრიოტთა ალიანსს“ პირდაპირ ეხმარება. ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მოკვლევა უკვე დაიწყო.











