“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიციის მთავარ მოთხოვნად ისევ ახალი არჩევნები რჩება.
მისივე თქმით, ის ირაკლი კობახიძესთან პოლიტიკურ ქორწინებას არ აპირებს.
“ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ახალი არჩევნები. არ მინდა კობახიძე! გინდათ ძალით დამაქორწინოთ პოლიტიკურად ამ ადამიანთან? არ მინდა კობახიძე, თალაკვაძე არ მინდა, რომ იყვნენ ჩემი კოლეგები, მაქვს ამის უფლება?!
პროკურატურის განცხადება გამიხარდა, იქნებ რამენაირად დაძლიონ კომპლექსები და ფობიები და შემიჩერონ უფლებამოსილება მეც და სხვა კოლეგებსაც, ნუ მე მაინც,”- განაცხადა ნიკა მელიამ „რუსთავი 2-ის“ ეთერში.











