“არ მჯერა, რომ ივანიშვილისგან დამოუკიდებელი ფიგურა იქნება – პოლიტიკაში ისევ ივანიშვილის გამოხატულებად დარჩება”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, გიორგი გახარიას ძალიან ბევრ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი, მათ შორის 20 ივნისის შესახებ.
“ბუნებრივია, გახარიას გადასაწყვეტია იქნება პოლიტიკაში, თუ არ იქნება. ორი საკითხია უდავო, ერთი ის, რომ გახარია ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი უახლოესი მხარდამჭერი, ლოიალისტი იყო და ყველაფერს ასრულებდა, რასაც ივანიშვილი ეუბნებოდა. არც ერთი თემა არ გვახსოვს, რომ ივანიშვილს შეწინააღმდეგებოდა. ის ამ პოლიტიკაში ისევ ივანიშვილის გამოხატულებად დარჩება. ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან ბევრ მძიმე კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი. კითხვებზე, რომელიც ეხება კერძაიას გარდაცვალებას, 20 ივნისის მოვლენებს, ბოლო დროს გამოქვეყნებულ სკანდალურ აუდიო ჩანაწერებს, ანაკლიის პორტის გაჩერებას. რა თქმა უნდა, პოლიტიკაში მოსვლას ყველას შეუძლია, მაგრამ მე არ მჯერა, რომ ივანიშვილისგან დამოუკიდებელი ფიგურა იქნება”, – განაცხადა კაპანაძემ.
გიორგი გახარია დუმილს არღვევს! – არსად წასვლას არ ვაპირებ, არც პოლიტიკიდან წავალ











