თუ ადამიანს არ უნდა გარეთ გამოსვლა და ის არის მძევალი თავისი პოლიტიკური დღის წესრიგისა, რომელიც არის დამყარებული დესტრუქციაზე, რა გავაკეთოთ ჩვენ?! ალბათ კიდევ ერთი სპეცოპერაცია დაგვჭირდება ციხიდან გამოსაყვანად”, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, თუ მელია გირაოს არ დათანხმდება სასამართლოს დალოდება მოუწევს.
” ჩვენ ვალდებულება გვაქვს ხელშეკრულებით აღებული ყველა ხელისმომწერ პარტიას თუ პიროვნებას, რომ ამნისტია 20 ივნისთან დაკავშირებით მივიღოთ გადაწყვეტილება და ეს კანონი იქნება მიღებული. თუ მელია ამას არ დაეთანხმება, მაშინ მას მოუწევს დალოდება სასამართლოსი. თუ ადამიანს არ უნდა გარეთ გამოსვლა და ის არის მძევალი თავისი პოლიტიკური დღის წესრიგისა, რომელიც არის დამყარებული დესტრუქციაზე, რა გავაკეთოთ ჩვენ?! ალბათ კიდევ ერთი სპეცოპერაცია დაგვჭირდება ციხიდან გამოსაყვანად,” – განაცხადა ქადაგიშვილმა “რუსთავი 2-ის” ეთერში.










