საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის ერთ-ერთი კანდიდატი იქნება. ამის შესახებ მაჭარაშვილმა „პრაიმტაიმნიუსთან“ განაცხადა. რაც შეეხება კითხვას, იქნება თუ არა მაჭარაშვილი მმართველი პარტიის პროპორციულ სიაში, დეპუტატი გვპასუხობს, რომ ამ კითხვაზე კონკრეტულ პასუხს ვერ გაგვცემს.
ინფორმაციისთვის, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დღეს დაასახელებს. პარტიის ცნობით, პარტიის წინასაარჩევნო კამპანიაც ოფიციალურად დღეს, 20 ივლისს დაიწყება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ქართული ოცნების” მაჟორიტარები იქნებიან: Exclusive: სერგეენკო, კობიაშვილი, სუბარი – „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები ცნობილია









