fbpx
18/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

არ ვაპირებ ივანიშვილის ბოსტნად ვაქციო ჩემი ქვეყანა – ნინო ბურჯანაძე

18:43 April 17, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1k
ნახვა

“მე ჩემი ქვეყნიდან წასვლას არ ვაპირებ, იმიტომ, რომ თქვენი ქვეყანაც არის ეს, მაგრამ ჩემი წილიც არის ამ ქვეყანაში. ჩემი წილი ქვეყანაც არის, აქ უნდა მოვკვდე და აქ უნდა ვიცხოვრო, ამიტომ არ ვაპირებ ივანიშვილის ბოსტნად ვაქციო ჩემი ქვეყანა. გინდ მტერმა მომიწონოს და გინდ მოყვარემ. გინდ მტერმა გამაკრიტიკოს და გინდ მოყვარემ. ხომ გვაქვს საკუთარი აზრი? როდემდე შეიძლება სხვის აზრზე იცხოვრო?”,- – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით.

„როცა ლაპარაკობენ, საარჩევნო საკითხებზე შეთანხმებულები ვართო, თამარ ჟვანიას უშვებენ? თუ ისევ ჟვანიამ უნდა ჩაატაროს არჩევნები და ყველაფერი ისევ ისე უნდა დარჩეს, როგორც არის?! პირველ რიგში, გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები, შეწყვიტონ პოლიტიკური დევნა და ვილაპარაკოთ ვადამდელ არჩევნებზე. ოპოზიციამ თავიდანვე თქვა, რომ ამ დოკუმენტის სამ პუნქტს ეთანხმებოდა. დღესაც იგივეს ამბობს. სამი პუნქტი, რომელიც ეხებოდა არჩევნების საკითხს, საარჩევნო კოდექსს ეთანხმებოდა, ოღონდ, რა თქმა უნდა, ამაში იგულისხმოებოდა საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლაც.

რაც შეეხება იმ პუნქტებს, რომელიც ეხებოდა ვადამდელ არჩევნებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან რეფერენდუმის მიბმას, ამას ოპოზიცია არც მაშინ ეთანხმებოდა და არც დღეს ეთანხმება. ეს არის ჩემი არგუმენტი. ჩვენმა დასავლელმა პარტიორებმა ძალიან კარგად იციან ოპოზიციის დამოკიდებულება, არაფერი ახალი ოპოზიციას არ შემოუთავაზებია, დღის წესრიგი არ შეუცვლია და დასავლელმა პარტნიორებმა ეს იციან ძალიან კარგად. სანამ ნიკა მელია ციხეში ზის და პოლიტიკური დევნა გრძელდება, მანამდე შეთანხმება მიღწეული ვერ იქნება. შეთანხმება ყველა საკითხებთან დაკავშირებით შესაძლებელია მიიღწეს მას შემდეგ, რაც პოლიტიკური დევნა დასრულდება, პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლებიან და ვადამდელ არჩევნებზე მოვილაპარაკებთ.

გინდ ჩემი მეგობარი იყოს, გინდ პარტნიორი და გინდ მტერი იყოს, ვისი ამოცანაც არის მოიხსნას ზედმეტი თავის ტკივილი და საქართველოს პარლამენტში როგორმე „შეეტენოს“ ოპოზიცია, ვისგანაც არ უნდა წამოვიდეს ეს, უკაცრავად ამ სიტყვისთვის, ნადვილად ვერ მივიღებთ, იმიტომ, რომ ქვეყანა გადაიქცა ბიძინა ივანიშვილის ბოსტნად. ნაწილი საქართველოსი, ვისაც უნდა იბალახებს ამ ბოსტანში და მეორე ნაწილი ამას ვერ შეეგუება.

მე ჩემი ქვეყნიდან წასვლას არ ვაპირებ, იმიტომ, რომ თქვენი ქვეყანაც არის ეს, მაგრამ ჩემი წილიც არის ამ ქვეყანაში. ჩემი წილი ქვეყანაც არის, აქ უნდა მოვკვდე და აქ უნდა ვიცხოვრო, ამიტომ არ ვაპირებ ივანიშვილის ბოსტნად ვაქციო ჩემი ქვეყანა. გინდ მტერმა მომიწონოს და გინდ მოყვარემ. გინდ მტერმა გამაკრიტიკოს და გინდ მოყვარემ. ხომ გვაქვს საკუთარი აზრი? როდემდე შეიძლება სხვის აზრზე იცხოვრო?- განაცხადა ბურჯანაძემ.

თეგები: ნინო ბურჯანაძეოპოზიცია

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, კონსულტაციებს მართავს

December 3, 2021
766
პოლიტიკა

“ამ საძაგლობაში მონაწილეობას არ მივიღებთ”- ოპოზიციის ნაწილი მოსამართლეთა შესარჩევ კენჭისყრას ბოიკოტს უცხადებს

December 1, 2021
784
პოლიტიკა

ოპოზიციის ნაწილი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ინიციატივაზე უარს ამბობს

November 26, 2021
828

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია