მნიშვნელობა აქვს ჩვენი მოქალაქეების ჩართულობას ყველა იმ წესის აღსრულებაში, რათა არ გავხდეთ იძულებული ინფექციის გავრცელების გამო გარკვეული შეზღუდვების დაწესებასთან, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გატარებული ღონისძიებების გამო არსებული შედეგებიდან გამომდინარე ჯერჯერობით ჩაკეტვაზე საუბარი არაა.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაქიმალურად შევინარჩუნოთ ეკონომიკური აქტივობა ქვეყანაში, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვნად გაქტიურებულია შრომითი ინსპექციის მუშაობა, დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი მოქალაქეების ჩართულობას ყველა იმ წესის აღსრულებაში, რათა არ გავხდეთ იძულებული ინფექციის გავრცელების გამო გარკვეული შეზღუდვების დაწესებასთან.
ამ ეტაპისთვის გვაქვს რესურსი რომ ლოკალურად ღონისძიებების გააქტიურებით მიღებული მაღალი შედეგიდან გამომდინარე არ ვისაუბროთ ჩაკეტვებზე, თუმცა, მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.











