fbpx
17/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

არაკეთილმოსურნე ადამიანები ვაქცინაციას სპეკულაციური მიზნებით იყენებენ – თენგიზ ცერცვაძე

18:06 March 15, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
796
ნახვა

“პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელევიზიები, ექსპერტები და საქართველოსთვის მოსახლეობისთვის არაკეთილმოსურნე ადამიანები ვაქცინაციას სპეკულაციური მიზნებით იყენებენ, მათ შორის, პოლიტიკური სპეკულაციისთვის”,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საქართველოში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებაზე საუბრისას განაცხადა.

„იყო ანტივაქსერული განწყობა, რომელიც, სამწუხაროდ, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც არის. ანტივაქსერებში ორი ჯგუფი უნდა გამოვყოთ, ერთი ურწმუნოები, რომლებსაც უბრალოდ არ სჯერათ ვაქცინის. ესენი ყველგან არიან და ყოველთვის იყვნენ. ასე იყო გრიპზე, წითელაზე და სხვაზე. მეორე, გაცილებით უარესი მოვლენა, როდესაც პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელევიზიები, ექსპერტები და პირდაპირ ვიტყვი, ტენდენციური, საქართველოსთვის მოსახლეობისთვის არაკეთილმოსურნე ადამიანები ამ ვაქცინაციას სპეკულაციური მიზნებით იყენებენ, მათ შორის პოლიტიკური სპეკულაციისთვის.არავისთვის დასამალი არ არის, რომ კოვიდინფექციის წარმატებით მართვა დიდი ხანია, პოლიტიკური შეფასებისა და კამათის საგნად გადაიქცა. კერძოდ, თუ პანდემიას ქვეყანა მართავს წარმატებით, ესე იგი, მთავრობა კარგია, ცუდად თუ მართავს, მთავრობა და ჯანდაცვის მინისტრი არ ვარგა. ვაქცინაზეც ანალოგიური იყო. თუ ვაქცინა არ იყო ქვეყანაში, თქვენ იცით, რომ დაგვიანდა შემოტანა ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ეს ატაცებული იყო და ძალიან ცუდად, არაკეთილსინდისიერად გამოიყენებოდა, როგორც ქვეყნის, მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროს სისუსტე. მოხდა პარადოქსი, ამ ტელევიზიების თვითლუსტრაცია მოხდა, ამ ექსპერტების და ამ ძალების, ვინც ერთ ამბავს ტეხდნენ, სპეკულირებდნენ, მანიპულირებდნენ, რომ ქვეყანამ ვაქცინა არ შემოიტანა, ქვეყანა თავის მოსახლეობას გენოციდს უწყობს. მოხდა ამ ადამიანების გარდაქმნა, რომელებიც ქვეყანას საყვედურობდნენ, რომ ვაქცინა არ გაქვთ და ადამიანების ბედი არ გაღელვებთ, ახლა უცებ გარდაიქმნენ, მოსახლეობას და ექიმებს მოუწოდებენ, რომ უარი თქვან ვაქცინაზე. ეს დაუჯერებელი სიტუაციაა“, – აცხადებს ცერცვაძე.

შეგახსენებთ, საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი დაიწყო.

თეგები: თენგიზ ცერცვაძე

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

თენგიზ ცერცვაძე: ინფიცირებიდან პირველი 8-10 დღის განმავლობაში თუ მოგვმართავენ, დაავადების დამძიმებას თავიდან აიცილებენ

December 1, 2021
831
საზოგადოება

თენგიზ ცერცვაძე: თუ ვაქცინაციის მაჩვენებელი არ გაიზარდა, პანდემიის დაძლევაზე ლაპარაკი ზედმეტია

December 1, 2021
926
მთავარი ამბავი

თენგიზ ცერცვაძე გამაფრთხილებელ მიმართვას ავრცელებს

October 22, 2021
794

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია