fbpx
17/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

არასამთავრობო ორგანიზაციები გავრცელებულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

00:32 March 8, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
937
ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები „ტვ პირველის” ეთერით გავრცელებულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

„ვეხმაურებით TV პირველის ეთერში გადაცემულ აუდიო ჩანაწერს, რომლის სავარაუდო მონაწილეები სახელმწიფოს მოქმედი პრემიერ-მინისტრი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი და ბერა ივანიშვილი არიან.

ჩანაწერი მიუთითებს, რომ განხორციელდა ახალგაზრდების, მათ შორის, არასრულწლოვანი პირების დევნა და მუქარა, მათ მიერ სოციალურ ქსელში სხვადასხვა ფორმით გამოხატული მოსაზრებების გამო. ჩვენთვის უცნობია, რამდენად ავთენტურია გავრცელებული ჩანაწერი, თუმცა მისი შინაარსი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რამდენიმე დანაშაულის ნიშანს შეიცავს, რომელშიც, სავარაუდოდ, ყველა დასახელებული პირი მონაწილეობს.

გავრცელებული ჩანაწერის ერთ-ერთი სავარაუდო თანამონაწილეა მოქმედი პრემიერ-მინისტრი, რომელიც არის არამხოლოდ სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური პასუხისმგებლობის სუბიექტი. ჩანაწერის ნამდვილობის შემთხვევაში აუცილებლად უნდა დაისვას მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი.

ამავე დროს, რთული წარმოსადგენია სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა დაიმსახუროს საზოგადოებრივი ნდობა, სანამ პირები, რომლებიც ჩანაწერში ფიგურირებენ და რომელთაც საგამოძიებო პროცესზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ, თანამდებობებზე დარჩებიან.

ამ ეტაპზე, კრიტიკულად აუცილებელია გავრცელებული ჩანაწერის ნამდვილობასთან დაკავშირებულ კითხვებს მყისიერად გაეცეს პასუხი.

მოვუწოდებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს დაუყოვნებლივ გააკეთოს განმარტება გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით და ცხადი პასუხი გასცეს მის ნამდვილობასთან დაკავშირებულ კითხვებს.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს გამოიყენოს საქართველოს კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით მისთვის მინიჭებული ინსტრუმენტები და პრემიერ-მინისტრს მოსთხოვოს განმარტებები. გავრცელებული ჩანაწერი და მასში პრემიერ-მინისტრის სავარაუდო მონაწილეობა უნდა გახდეს საპარლამენტო განხილვის საგანი.

მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს განახორციელონ შესაბამისი საექსპერტო ან/და სხვა საგამოძიებო ღონისძიებები გავრცელებული ჩანაწერის ავთენტურობის შესასწავლად. საზოგადოებრივი ნდობის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია ეს პროცესი წარიმართოს დროულად, ეფექტურად და გამჭვირვალედ. აგრეთვე, უზრუნველყოფილ იქნეს პროცესში დამოუკიდებელ დამკვირებელთა/ექსპერტთა ჩართულობა და გადაიდგას ყველა სხვა ნაბიჯი, რაც აუცილებელია გამოძიების სანდოობის გასაზრდელად“, – ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები არიან:

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

საზოგადოება და ბანკები

მწვანე ალტერნატივა

საქართველოს ატლანტიკური საბჭო

მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის (WEG)

ცენტრი ემპათია

ღია საზოგადოების ფონდი

მედიაკლუბი

რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი

საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია

თეგები: არასამთავრობო ორგანიზაციები

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

მივიჩნევთ, რომ ვახო სანაიას საქმეზე მართლმსაჯულება სათანადოდ არ აღსრულებულა- NGO

August 25, 2021
824
საზოგადოება

არასამთავრობო ორგანიზაციები – მოვითხოვთ, პრემიერ-მინისტრმა და შსს მინისტრმა დაუყოვნებლივ დატოვონ დაკავებული თანამდებობა

July 11, 2021
793
პოლიტიკა

პაპუაშვილი: არასამთავრობების გეგმა იყო, ცესკო არ დაკომპლექტებულიყო, რაც აღმაშფოთებელია

July 9, 2021
784

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია