fbpx
26/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

არასამთავრობო ორგანიზაციებმა წინასაარჩევნო გარემო შეაფასეს

11:51 October 29, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
791
ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციებმა 2020 წლის წინასაარჩევნო გარემოს ერთობლივი შეფასება გამოაქვეყნეს. დოკუმენტში საუბარია წინასაარჩევნო კამპანიაზე, ზეწოლა/მუქარა და სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტებზე, ძალადობასა და ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევებზე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებზე, ამომრჩევლის მოსყიდვის შესაძლო შემთხვევებზე, არაუფლებამოსილი პირების ჩართვა საარჩევნო კამპანიაში, საგამოძიებო უწყებების რეაგირებაზე და სხვა წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებულ საკითხებზე.

„ჯანდაცვის სისტემის მიერ არსებული ინფიცირებული და იზოლირებული პირების აღრიცხვის სისტემა ბუნდოვანი გახდა, ცესკოს მცდელობა, კი არჩევნებამდე ორი კვირით ადრე დადგენილებით დაერეგულირებინა საკითხი, არასაკმარისი აღმოჩნდა. ამ ფონზე ათასობით ამომრჩევლის ხმის უფლების რეალიზების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა”

 

წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ განხორციელდა მასტაბური სოციალური დახმარების პროექტები, რის გამოც მმართველ პარტიას უპირატესობა ჰქონდა.

„პანდემიასთან ბრძოლის ეგიდით ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებებმა მასშტაბური სოციალური დახმარების პროექტები განახორციელეს, რა დროსაც სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის ზღვარი მკაფიო არ იყო და ამ ფონზე, მმართველი პარტია წინასაარჩევნო კამპანიაში დიდი უპირატესობით ჩაერთო“

 

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებაში მოხვდა, წინასაარჩევნო პერიოდში ფიზიკური დაპირისპირებისა და ძალადობის ფაქტებიც.

„წინასაარჩევნო გარემო განსაკუთრებით დააზიანა ძალადობრივმა შემთხვევებმა, რაც ძირითადად ფიზიკურ ძალადობაში და პარტიულ ოფისებზე თავდასხმებში გამოიხატებოდა. ორგანიზაციების დამკვირვებლებმა 20-ზე მეტი ამგვარი შემთხვევა გამოავლინეს. განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მარნეულის მუნიციპალიტეტში განვითარებული მოვლენები, სადაც მთელი დღის მანძილზე არსებული პოლიტიკური დაძაბულობა სახელმწიფომ ვერ განმუხტა და დღის ბოლოს ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი გაერთიანებული ოპოზიციის ადგილობრივი ლიდერები, ჟურნალისტები და დამკვირვებელი აღმოჩნდნენ. უკიდურესად საშიშ პრეცედენტად უნდა შეფასდეს სააგიტაციო პლაკატების გაკვრისას „ევროპული საქართველოს“ ადილობრივი აქტივისტის საფანტის თოფიდან დაჭრის ფაქტი. ძალადობისა და ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევები მკვეთრად გამოხატული იყო ბოლნისისა და დმანისის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქშიც”

 

არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ საარჩევნო კამპანიის გააქტიურებასთან ერთად გამოვლინდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ზეწოლის, მუქარისა და ხელის შეშლის შემთხვევები.

„საარჩევნო კამპანიის პერიოდში ორგანიზაციების დამკვირვებლებისთვის ზეწოლის, მუქარისა და სამსახურიდან გათავისუფლების 80-ზე მეტი ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი. დამკვირვებლები მრავლად იღებდნენ ინფორმაციას ოპოზიციური პარტიების ადგილობრივი აქტივისტების თვალთვალის შესახებ, ხვდებოდნენ მოქალაქეებს, რომლებიც სოციალური შემწეობის, საჯარო სამსახურში ადგილის დაკარგვის თუ სხვა მიზეზით, პოლიტიკურ შეხედულებებს ღიად ვერ გამოხატავდნენ; არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად გავრცელდა ინფორმაცია ძალოვანი უწყებების წარმომადგენელთა არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით საგანგებო დავალებით რეგიონებში მივლინების შესახებ ხელმძღვანელობისგან მიღებული დირექტივით, რომ მმართველი პარტიისთვის ხმების მობილიზებისთვის საჭიროების შემთხვევაში გამოიყენონ ზეწოლის და მუქარის ბერკეტი. აღნიშნულს ყალბ ამბად აფასებს შსს და საქმეზე გამოძიება არ დაუწყია.

ცალკეულ შემთხვევებში დამკვირვებლებისთვის ცნობილი გახდა, რომ მუნიციპალიტეტებში დასაქმებულებს ე.წ „მხარდამჭერთა სიის“ მიტანას ავალებდნენ. წინასაარჩევნოდ, საჯარო სკოლების დირექტორებისა და მასწავლებლების პოლიტიკურ კამპანიაში ჩართვისა და ზეწოლის ბერკეტად მათი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებას კვლავ ტენდენციის სახე ჰქონდა“

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული ანგარიში დღეს გამოქვეყნდა. ყველა დაფიქსირებული დარღვევისა და ფაქტის შესახებ ვრცლად, შეგიძლიათ იხილოთ ანგარიშში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თეგები: 2020 წლის არჩევნებიამომრჩევლის მოსყიდვადარღვევებიწინასაარჩევნო გარემო

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ კონკრეტული პირების გამოკითხვა დაიწყო

June 15, 2021
783
სიახლე

შსს-მ რეგულაციების დარღვევის 444 ფაქტი გამოავლინა

June 2, 2021
772
საზოგადოება

შსს-მ რეგულაციების დარღვევის 410 ფაქტი გამოავლინა

June 1, 2021
788

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია