fbpx
17/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

არასამთვრობო ორგანიზაციები ევროკავშირის მედიაციის პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

19:10 March 25, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
866
ნახვა

არასამთვრობო ორგანიზაციები ევროკავშირის მედიაციის პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

„სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მივესალმებით ევროკავშირის და აშშ-ის ჩართულობას ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის პროცესში. ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, ბატონი კრისტიან დანიელსონის როლი ხელისუფლებასა და ოპოზიციურ ძალებს შორის მედიაციის პროცესის წარმართვაში.

დასაფასებელია, რომ საქართველოში პირველი ვიზიტის დაწყებისთანავე, ბატონი დანიელსონი შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და მოისმინა მათი ხედვა, თუ როგორ უნდა განიმუხტოს ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი. ასევე, სპეციალური წარმომადგენლის დახმარებითა და ძალისხმევით, პოლიტიკური ძალები დაუბრუნდნენ მოლაპარაკების პროცესს და გამართეს შეხვედრების სერია.

სამწუხაროდ, ბატონი დანიელსონის აქტიური ჩართულობის მიუხედავად, მხარეთა შორის კონსესუსის მიღწევა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ხელმომწერი ორგანიზაციები, სინანულს გამოვთქვამთ, რომ მედიაციის პროცესი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს და საზოგადოებისთვის ნაკლებად გამჭვირვალეა. აღნიშნული კი, საშუალებას აძლევს როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას, შეთანხმების მიუღწევლობა ერთმანეთს გადააბრალონ.

იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირი აგრძელებს მხარეებს შორის მედიაციას, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები გამოვთქვამთ სურვილს, მიუკერძოებელ და ნეიტრალურ მედიატორთა მხრიდან, საზოგადოებას მიეწოდოს მეტი ინფორმაცია უშუალოდ მედიაციის პროცესის, ამ პროცესში პოლიტიკური ძალების პასუხისმგებლობისა და შედეგების შესახებ.

მიგვაჩნია რომ, მედიაციის ამგვარად წარმართვა, ხელს შეუწყობს მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდას და თავიდან აგვაცილებს დამატებით სპეკულაციებს, დეზინფორმაციისა და ანტიევროპული ნარატივების გაძლიერებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე – მის საზღვრებს გარეთ.

განცხადებას ხელს აწერენ ორგანიზაციები: საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF); ადამიანის უფლებათა ცენტრი; კავშირი საფარი (HRHT); ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის; ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI); საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო; ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);უფლებები საქართველო; დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)“,- ნათქვამია განცხადებაში.

თეგები: არასამთავრობო ორგანიზაციებიმედიაცია

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

მივიჩნევთ, რომ ვახო სანაიას საქმეზე მართლმსაჯულება სათანადოდ არ აღსრულებულა- NGO

August 25, 2021
826
საზოგადოება

არასამთავრობო ორგანიზაციები – მოვითხოვთ, პრემიერ-მინისტრმა და შსს მინისტრმა დაუყოვნებლივ დატოვონ დაკავებული თანამდებობა

July 11, 2021
794
პოლიტიკა

პაპუაშვილი: არასამთავრობების გეგმა იყო, ცესკო არ დაკომპლექტებულიყო, რაც აღმაშფოთებელია

July 9, 2021
786

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია