აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაქ ობამა დონალდ ტრამპს აკრიტიკებს.
„არასდროს გამოუჩენია საქმის კეთების ან საკუთარი თავის გარდა ვინმეს დახმარების ინტერესი. დონალდ ტრამპი ვერ დაგვიცავს. მას საკუთარი თავის დასაცავად საჭირო ელემენტარული ნაბიჯების გადადგმაც კი არ შეუძლია,“- განაცხადა ბარაქ ობამამ.
ობამას თქმით, ჯო ბაიდენს კონკრეტული გეგმები და პოლიტიკა აქვს.
შეგახსენებთ, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდება.











