დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილის დაკავების ფაქტს ეხმაურება.
როგორც კალაძე ამბობს, „კატეგიურიულად მიუღებელია რაიმე სხვა მიმართულებით ფიქრი, გადაცდომა, კორუფციაში ჩართულობა“.
„ალიან ბევრჯერ ვისაუბრე გასულ წელსაც და ყველას დაგევალათ განსაკუთრებული სიფრთხილე კორუფციასთან დაკავშირებით. თქვენ იცით ჩემი დამოკიდებულება და მიდგომა გადაცდომებთან დაკავშირებით, ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა ყველას მოგიწოდოთ მაქსიმალური სიფრთხილით გავაკონტროლოთ თითოეული ჩვენი თანამშრომელი, გავამახვილოთ მაქსიმალური ყურადღება, რომ ვინმეს არ ჰქონდეს რაიმე გადაცდომა. რაც შეეხება იმ კონკრეტულ ფაქტს, რომელიც ეხება ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილეს – მე აქ უდანაშაულობის პრეზუმფციას ვერ დავარღვევ, დაველოდოთ გამოძიებას და გამოძიება გვეტყვის თუ რასთან გვაქვს საქმე. მინდა ყველა გავაფრთხილო, მაქსიმალური ყურადღება სამსახურებში, ჩვენს თანამშრომლებთან იმიტომ, რომ კატეგორიულად მიუღებელია რაიმე სხვა მიმართულებით ფიქრი, გადაცდომა, კორუფციაში ჩართულობა და ა.შ. არავის, არასდროს არ გავუტარებთ ამ მიდგომას და დამოკიდებულებას. ყველას მაქსიმალურად მოვთხოვთ პასუხს კანონის სიმკაცრით. კანონის წინაშე ვართ ყველანი თანასწორუფლებიანი და თანაბარი“, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე, ლადო გოგსაძე სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დააკავეს.











