დიმიტრი ხუნდაძე ბიძინა ივანიშვილის მიერ ფონდ „ქართუს“ ბალანსზე ქონების დიდი ნაწილის გადაფორმებას ეხმიანება.
როგროც ხუნდაძე ამბობს, ის არავის ქონებას არ ითვლის, „ქართუ“ ფონდმა კი ქვეყნის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი აქტივი შეიტანა.
„ძალიან ბევრი განმარტება გაკეთდა და არ უნდა ვეძებოთ ყველგან შეთქმულების თეორია, მითუმეტეს ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაზე, ვფიქრობ, კითხვის ნიშნები არ უნდა არსებობდეს. თუ გადავხედავთ მის ამ მიმართულებით საქმიანობას, მე ვფიქრობ, ამ დამოკიდებულებით მისმა ფონდმა ძალიან ბევრი აქტივი შეიტანა ქვეყნის ცხოვრებაში.
არავის ქონების დათვლას არ ვაპირებ, არც ბიძინა ივანიშვილის. ვაფასებ, როდესაც ადამიანი თავისი ქონების ნაწილს იყენებს ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის. შემიძლია შეფასების გაკეთება და არა ის, რომ ვიქექო სხვის ქონებაში“, – აცხადებს ხუნდაძე.











