fbpx
27/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

არჩევნები 2020 – რაზე დავობს ოპოზიცია და ხელისუფლება

11:30 May 12, 2020
წაკითხვის დრო:2 mins read
A A
0
826
ნახვა

მრავალთვიანი პოლიტიკური ქარტეხილების შემდეგ, 2020 წლის 8 მარტს ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, დიპლომატების შუამავლობით, საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წესთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა.

  მოკლე დისკურსი

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წესთან დაკავშირებით, ბრძოლა 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დაიწყო.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ პირობა დადო, რომ საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატრადებოდა.

  საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდა

ე.წ. ამბოხებული მაჟორიტარების ძალისხმევით ცვლილებების პროექტი ჩავარდა.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხმა ხმების საკმარისი რაოდენობა (113) ვერ მოაგროვა.

მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებებს გაცხადებულად მხარს უჭერდა მმართველი გუნდიც და ოპოზიციაც, საკითხი ე.წ. ამბოხებულმა მაჟორიტარებმა ჩააგდეს.

პარლამენტში განგაშის სიგნალის ხმა გაისმა.

 

პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტს ხმა არ მისცა „ქართული ოცნების“ 35-მა დეპუტატმა, თუმცა კანონპროექტის ინიციატორი თავად მმართველი გუნდი იყო.

ინიციატივას სულ 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

  პარლამენტის პიკეტირების სერია

ოპოზიცია ირწმუნება, რომ დაპირების მიუხედავად, ხელისუფლებას ცვლილებების ჩაგდება წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი. ამისთვის კი მათ მაჟორიტარები გამოიყენეს.

კენჭისყრიდან რამდენიმე წუთში მმართველი გუნდი რამდენიმე ლიდერმა, მათ შორის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თმარ ჩუგოშვილმა დატოვა.

რუსთაველის გამზირი კი პროტესტმა კიდევერთხელ მოიცვა.

იყო პარლამენტის პიკეტირება, ყოველდღიური აქციები და ქუჩაში სპეცრაზმის გამოყვანა, მანამ სანამ პროცესებში საერთაშორისო პარტნიორები არ ჩაერთვნენ.

 

  მოლაპარაკების ოთხი რაუნდი

ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებების პროცესი, ელჩების მონაწილეობით დაიწყო, თუმცა შეხვედრების ოთხივე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა.

ოპოზიცია პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა და პროპორციულ არჩევნებს ითხოვდა, თუმცა მმართველ პარტიასთან კონსესუსი ვერ შედგა.

 არაფორმალური შეხვედრები

მოლაპარაკებები მოგვიანებით არაფორმალურ გარემოში განახლდა.

დიპლომატებმა,მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შეხვედრები ხან სადილის, ხან ვახშმის და ხანაც მეგობრული შეკრების სტატუსით მოუწყვეს.

საბოლოოდ კი 8 მარტს, შეხვედრა აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის რეზიდენციაში შედგა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციამ და მმართველმა გუნდმა შეთანხმებას მიაღწიეს. კონსესუსი ორ საკითხზე შედგა და შესაბამისად, ორი მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი პირველი – არჩევნები 120:30-ზე პროპორციით უნდა გაიმართოს.

პარლამენტი 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული მანდატით დაკომპლექტდება, ხოლო საარჩევნო ოლქები სამართლიანად გადანაწილდება.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მინიმალური ბარიერი 1% იქნება. ამასთან ერთად, დაწესდება 40%-იანი ჩამკეტი მექანიზმი, რაც გულისხმობს, რომ თუ პარტია 40%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, ის უმრავლესობას ვერ დააკომპლექტებს.

მემორანდუმი მეორე – მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვა.

ჩვენ ვეთანხმებით საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვისა და მათი დახვეწისკენ სწრაფვის მნიშვნელობას.

მიუხედავად განსხვავებული აზრისა, ყველანი ვთანხმდებით, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული

– ვკითხულობთ მემორანდუმის ტექსტში.

 

აღნიშნულ ტექსტს ოპოზიციასა და მმართველ გუნდში თავიდანვე განსხვავებული განმარტება მოჰყვა.

„ქართულ ოცნებაში“ საუბრობდნენ, რომ ეს არის კიდევ ერთი პირობა, რომ მართლმსაჯულება გავლენებისგან კვლავ თავისუფალი იქნება.

ოპოზიციის მტკიცებით კი, აღნიშნული ჩანაწერი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას გულისხმობს.

რა ხდება დღეს?

მმართველი გუნდმა დიპლომატებს თხოვნით მიმართა დაედასტურებინათ, რომ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების პირობა მათ არ დაუდიათ. ხელისუფლება ამტიკცებს, რომ პოლიტპატიმრები საქართველოში არ არსებობენ.

ვთხოვთ ფასილიტატორ ელჩებს საჯაროდ დაადასტურონ, რომ ხელმოწერილი შეთანხმებით ჩვენ არ აგვიღია პრეზიდენტისთვის, სასამართლოსა და პროკურატურისთვის უკანონო დავალებების მიცემის და უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას გათავისუფლების ვალდებულება – არჩილ თალაკვაძე

„ქართული ოცნება“ ოპოზიციას სპეკულაციაში ადანაშაულებს და ცვლილების ჩაგდების შემთხვევაში, პასუხისმგებლობას მათ აკისრებს.

ოპოზიცია კი მმართველ გუნდს აფრთხილებს, რომ პირობა შეასრულონ და ნაკისრ ვალდებულებებზე პასუხისმგებლობა აიღონ.

ოპოზიცია გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის და გიორგი რურუას გათავისუფლებას ელოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.

გავიგე, ნებისმიერი რამის მთქმელები არიან და პოლიტიკური ცხოვრებისთვისკატასტროფაა, როცა ასეთი უტიფრობა და საკუთარ თავმოყვარეობაზე ასე უარის თქმა მოსულა.

ცოტა დროა კიდევ დარჩენილი საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრამდე. იქამდე ეს პირობა უნდა შეასრულოს, რასაც ხელი მოაწერეს – გიგა ბოკერია

 

სხვადასხვა ინტერპრეტაციის ფონზე შუამავალი ელჩები იძულებულნი გახდნენ კიდევ ერთი განმარტება გაეკეთებინათ.

მათ მხარეებს, შეთანხმების ორივე პუნქტის დაცვისკენ მოუწოდეს.

ჩვენ აღვნიშნავთ, რომ შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია სააჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს.

ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს

 

მოწოდებას შეუერთდა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი რესპუბლიკური პარტიიდან, ჯიმ რიში.

სენატორმა მეტი კონკრეტიკა გამოიყენა და ხელისუფლებას პატიმრების გათავისუფლებისკენაც მოუწოდა.

ველოდები, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიები სრულად შეასრულებენ მარტის ხელშეკრულებას,

მათ შორის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ახალი საარჩევნო სისტემის პროგრესს – ჯიმ რიში

 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების იმ წესით ჩასატარებლად, რომელზეც 8 მარტს შეთანხმდნენ, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაა საჭირო.

ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის გამო პარლამენტის მუშაობა შეზღუდულია.

შეძლებს თუ არა ამჯერად პარლამენტი 113 დეპუტატის მობილიზებას და რა სისტემით ჩატარდება 2020 წლის არჩევნები? – ახლა ქართული პოლიტკისთის ყველაზე მეტად სწორედ ეს ორი კითხვაა აქტუალური, რომელზეც პასუხი დიდ წილად განსაზღვრავს რეაქციებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო პარტნიორებს შორის.

ცნობისთვის: საქართველოს კონსტიტუციით, პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომრბის ბოლო შაბათს, ამ შემთხვევაში 31 ოქტომბერს. 

იხილეთ, რა პრინციპით იგეგმება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

თეგები: 8 მარტის შეთანხმებაპოლიტპატიმრები

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების თემა ოპოზიციისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია – სალომე სამადაშვილი

March 29, 2021
783
პოლიტიკა

8 მარტის შეთანხმება ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე შევასრულეთ – ირაკლი კობახიძე

July 2, 2020
832
საზოგადოება

გია ხუბუა კარლ ჰარცელს – მოგმართავთ თხოვნით, კიდევ ერთხელ დაადასტუროთ გერმანიის ელჩის პოზიციის მართებულობა 8 მარტის შეთანხმებაზე

June 28, 2020
969

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია