არჩევნების დღეს ამომრჩევლისთვის სიცხის გაზომვა არ იგეგმება. შესახებ ცესკოს პრეს-სპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პირველ დადგენილებაში მსგავსი წესის შემოღებაზე საუბარი არ ყოფილა.
„თერმოსკრინინგთან დაკავშირებით, რაც არის გაწერილი პირველ დადგენილებაში, საუბარი არის წინასაარჩევნო პერიოდში თერმოსკრინინგზე. მას შემდეგ, რაც საუბნო საარჩევნო კომისიები დაიწყებენ ფუნქციონირებას, ნებისმიერი პირი, რომელიც შევა საარჩევნო უბანზე, ეს იქნება თავად უბნის კომისიის წევრი, თუ ნებისმიერი ჩართული მხარე, ვალდებულები არიან გაიარონ თერმოსკრინინგი. ეს წესი მოქმედებს საოლქო საარჩევნო კომისიებზეც. რაც შეეხება არჩევნების დღეს, ამ ეტაპზე არ განიხილება ამომრჩევლისთვის სიცხის გაზომვა“,- განაცხადა მან.
ცნობისთვის, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს.
ასევე იხილეთ სრულად – შეძლებს თუ არა ამომრჩეველი საკარანტინო სივრციდან ხმის მიცემას?











