არჩევნების გარეშე ქვეყანაში კლიმატი ვერ შეიცვლება, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, რომელიც ახლა პატიმრობაშია, “ტვ პირველთან” ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ისეთ შეთანხმებაზე ხელის მოწერას, სადაც მთავარი ახალი არჩევნები არ იქნება, აზრი არ აქვს.
“არჩევნების გარეშე ქვეყანაში კლიმატი ვერ შეიცვლება. ეს დღეს ბავშვსაც კი ესმის ამ ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის ბრძოლა არ არის ბრძოლა ბრძოლისთვის, ეს არის სახელმწიფოს სარგებელზე ორიენტირებული ბრძოლა, ანუ შედეგზე გათვლილი ბრძოლაა. ამიტომ, მე აზრს ნამდვილად ვერ ვხედავ ისეთ შეთანხმებაზე ხელის მოწერაში, სადაც უბრალოდ არ იქნება მთავარი – ახალი არჩევნები, რომელიც კრიზისს დაძლევს, ან ნებისმიერი არჩევნებამდე მისასვლელი რაიმე ალტერნატიული გზა.”, – განაცხადა ნიკა მელიამ.










