ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან „პრაიმტაიმნიუსის“ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით პანდემიის პირობებში ჩატარებული 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, მხოლოდ პრევენციის მიზნით შეძენილი ინვენტარის ღირებულებამ 1 924 883 ლარი შეადგინა.
შეძენილი ინვენტარის სია და ხარჯები შემდეგნაირად გამოიყურება:
სახის დამცავი ფარი 9810 ცალი – 20708 ლარი
დისტანციური თერმომეტრი 4662 ცალი – 131 883 ლარი
პირბადეები 464 900 ცალი – 193 207 ლარი
სადეზინფექციო ხსნარი (ხელის) ლიტრი 33,250 – 686 830 ლარი
სადეზინფექციო ხსნარი (ზედაპირებისთვის) ლიტრი 31 808 – 71335 ლარი
ლატექსის ხელთათმანი 240 050 ცალი – 89070 ლარი
სამედიცინო ხალათი 10000 ცალი – 41 500 ლარი
სამედიცინო ქუდი 5000 ცალი – 400 ლარი
სამედიცინო ბახილი 20 000 ცალი – 900 ლარი
დეზობარიერი 4030 ცალი – 158 050 ლარი
3 000 000 ცალი კალამი – 531 000 ლარი
ხარჯთაღრიცხვა დაანგარიშებულია 2020 წლის 1 ნოემბრის მონაცემების მიხედვით.











