„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ კონსტიტუციის დარღვევას ცდილობს. სამადაშვილის თქმით, საუბარი პანდემიის გამო არჩევნების გადადებაზე განიხილება, როგორც მოქალაქეების უფლების დარღვევა.
„ქართული ოცნება არის შესული ძალიან მძიმე ვითარებაში. მათ არჩევნებში ემუქრებათ გარდაუვალი პოლიტიკური მარცხი, მიუხედავად იმისა, თუ როდის ჩატარდება ეს არჩევნები ოქტომბერში თუ დეკემბერში.
ამის მიუხედავად, არავინ აპირებს „ქართულ ოცნებას“ მისცეს შესაძლებლობა დაარღვიოს საქართველოს კონსტიტუცია, დაარღვიოს მოქალაქეების უფლება – პერიოდული არჩევნების გზით, შეცვალოს ხელისუფლება. ჩვენ პარტნიორების დახმარებით, ვაპირებთ ძალიან აქტიურად გამოვეხმაუროთ იმ განცხადებებს, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა, რადგან კონსტიტუციის დარღვევის უფლებას არ მივცემთ,“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
„ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ ეპიდსიტუაცია გაუარესდება, შესაძლოა არჩევნები დეკემბერში ჩატარდეს.











