საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს ეხმაურება.
„21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. წელს მთავარი გზავნილი კავშირების და მონაწილეობის გაუმჯობესებაა, რადგან კოვიდ19-ის პანდემიამ დამატებითი სირთულე და ბარიერები შეუქმნა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს.
ჩვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რომ დაუნის სინდრომის მქონე ყოველ ადამიანს შეეძლოს საზოგადოებასთან, გარემოსთან სრულყოფილად დაკავშირება“,- წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.











