ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის – ენ ლინდეს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, იგი პარლამენტის თავმჯდომარე – არჩილ თალაკვაძეს შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ორივე მხარემ, ქვეყნებს შპრის არსებულ პოლიტიკურ და სტრატეგიულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

ინფორმაციის მიხედვით, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ან ლინდეს ვიზიტი საქართველოსათვის სოლიდარობისა და მეგობრობის კიდევ ერთი დადასტურებაა. მან ასევე, აღნიშნა ისიც, რომ შვედეთის თავმჯდომარეობის პერიოდში, საქართველოს მზადაა ეუთოსთან მჭიდროდ ითანამშრომლოს.
პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ შვედეთის თავმჯდომარეობის პერიოდში, საქართველო მზადაა ეუთოსთან მჭიდროდ ითანამშრომლოს.
“არჩილ თალაკვაძის თქმით, შვედეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის მიმართულებით.
ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასა და რუსეთის ფედერაციის ქმედებებზე.
პარლამენტის თავმჯდომარე სტუმარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზეც ესაუბრა.
საუბარი ასევე, შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატს და მის მნიშვნელობას” – წერია განცხადებაში.











