საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, შვედი დიპლომატის კრისტიან დანიელსონის ვიზიტის დასრულებას სოციალურ ქსელTwitter-ზე ეხმაურება.
„მადლობა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელსა და მის სპეციალურ წარმომადგენელს კრისტიან დანიელსონს მედიაციისთვის. იმის მიუხედავად, რომ ოპოზიცია დოკუმენტის ხელმოწერისთვის მზად არ იყო, ჩვენ ჩაუდგებით სათავეში სასამართლო და საარჩევნო რეფორმას დანიელსონის მიერ შემოთავაზებული წინადადებების თანახმად. ჩვენ კარს ღიას ვტოვებთ მონაწილეებისთვის“, – წერს თალაკვაძე.
დღეს დილით, შვედი დიპლომატი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებებში, კრისტიან დანიელსონი საქართველოდან გაემგზავრა.
შეგახსენებთ, რომ „ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის თითქმის 7 საათიანი შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.
როგორი იქნება შარლ მიშელის შემდგომი ნაბიჯები, ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც დანიელსონი მას მოლაპარაკებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გააცნობს.
Grateful to @eucopresident Michel & special envoy @DanielssonEU for their mediation leadership. Even though opposition was not ready to sign, we’ll guide judicial & electoral reforms by the Danielsson’s proposal. We leave doors open for parties to join. pic.twitter.com/ldNYaMkbcp
— Archil Talakvadze (@A_Talakvadze) March 30, 2021











