საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბს გამარჯვებას ულოცავს.
„ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბი ჩემპიონთა ლიგაში იასპარეზებს! მათ რუმინეთში ადგილობრივი „ოლიმპია კლუჟი“ დაამარცხეს და მომდევნო ეტაპზე გადავიდნენ. ვულოცავ ჩვენს საამაყო სპორტსმენებს შთამბეჭდავ გამარჯვებას!“, – წერს თალაკვაძე.
ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს. საგულისხმოა, რომ „ლანჩხუთი“ საქართველოს ისტორიაში პირველი ქართული კლუბია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.











