იქნებ შეთანხმდეთ და პარლამენტის წინ კარვები აიღოთ, – ასე მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს.
„პარლამენტის შენობის უკან რკინის ფარის აღებასთან დაკავშირებით, უკვე მერამდენე მადლობას ვისმენთ. გთხოვთ, დაინტერესდეთ პარლამენტის წინ რაც ხდება, ცარიელი კარვები რომ დგას და რამდენიმე ადამიანს აწვალებენ ამ სიცხეში, მაგაზე ვინ იღებს გადაწყვეტილებას, იქნებ შეთანხმდეთ და ეგ კარვებიც აიღოთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ასევე ნახეთ: ვინ იგებს ფაშინიანის გამარჯვებით – დემოკრატიული არჩევნებით დასრულებული მწვავე პოლიტიკური კრიზისი











