საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გიორგი ვაშაძეს მამის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს. არჩილ თალაკვაძე სამძიმრის წერილს ავრცელებს.
„ვუსამძიმრებ გიორგი ვაშაძეს მამის გარდაცვალების გამო. ახლა, არ აქვს მნიშვნელობა ვინ რა პოზიციაზეა – ამ განსაცდელის ჟამს გიორგი ვაშაძის და მისი ოჯახის გვერდით ვდგავართ. საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს“,- ნათქვამია თალაკვაძის სამძიმრის წერილში.
ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის მამა 72 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა.











