fbpx
11/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

არსებობს თუ არა COVID-ის შემთხვევების ზრდასა და სკოლების გახსნას შორის კავშირი

22:01 October 8, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.1k
ნახვა

Insights for Education-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით, მტკიცებულებებმა აჩვენა, რომ ლოქდაუნის შემდეგ მოსწავლეების სკოლებში დაბრუნებასა და ინფექციის ზრდა/კლებას შორის კავშირი არ არსებობს.

კვლევის პროცესში მეცნიერებმა 191 ქვეყნის მონაცემები გამოიყენეს.

ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, რანდა ზახარის თქმით, თავიდან ისინი ვარაუდობდნენ, რომ სკოლების გახსნა ინფექციების მატებას გამოიწვევდა.

„აუცილებელია მტკიცებულებების შესწავლა, რათა თავიდან ავიცილოთ ცრუ ვარაუდი იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს სკოლების გახსნა და დახურვა ვირუსის გადაცემაზე. ვივარაუდეთ, რომ სკოლების გახსნა ინფექციების მატებას გამოიწვევდა და სკოლების დახურვა შეამცირებდა გადაცემის რისკებს, მაგრამ რეალობა გაცილებით კომპლექსურია. ახლა მთავარია იმ ქვეყნებისგან ვისწავლოთ, რომლებიც ეფექტურად იხსნებიან ინფექციების ზრდის ფონზე“, – განაცხადა ზახარმა.

კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ 52-მა ქვეყანამ, მათ შორის საფრანგეთმა და ესპანეთმა, სინამდვილეში არდადეგების პერიოდში იგრძნეს ინფექციის გავრცელების ზრდა. თუმცა, ხორვატიისა და დიდი ბრიტანეთის შემთხვევაში ვირუსის ზრდის ტენდენცია სკოლების გახსნის შემდეგ შეამჩნიეს. თუმცა, სხვა კვლევები (Unesco და მსოფლიო ბანკის მონაცემები) ადასტურებს, რომ ეს ტენდენცია სკოლების გახსნამდეც იყო.

როგორც ანგარიშში ნათქვამი, საერთო ჯამში, სურათი იმდენად მრავალფეროვანია, რომ სკოლებსა და კორონავირუსის გადაცემას შორის კავშირის დადასტურება შეუძლებელია.

გასათვალისწინებელია სხვა ფაქტორები, მათ შორის ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობები, ეკონომიკის გახსნის საკითხი, ტესტირებისა და კვლევის სისტემის სიჯანსაღე. ანალიზი ემყარება იმას, რაზეც მეცნიერები სულ უფრო მეტად ფიქრობენ – რომ ბავშვები, რომლებიც თავდაპირველად კორონავირუსული ინფექციის პოტენციურ გამავრცელებლებად ითვლებოდნენ, ამ როლს არ თამაშობენ. ამასთან, იზრდება იმის ნიშნები, რომ სკოლის გერეშე ყოფნა, მავნე ზეგავლენას ახდენს ბავშვებზე მსოფლიოში.

ანგარიში გვიჩვენებს, რომ ქვეყნების უმეტესობა, რომლებიც ახლა კორონავირუსის მეორე ტალღას ებრძვიან და მათ შორის ევროპის მრავალი ქვეყანაც არის,  სკოლების სრულმასშტაბიან დახურვას არ განიხილავენ. პირიქით, ისინი ფიქრობენ, ინფექციის გავრცელების ზრდის მიუხედავად,  როგორ გახსნან სკოლები.

ანგარიშის თანახმად, 711 მილიონი ბავშვი წლის ბოლომდე, შეიძლება, სკოლის მიღმა დარჩეს. საუბარია უმრავლესობაზე დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში, რამაც შესაძლოა არათანაბარი გარემოს შექმნა კიდევ უფრო დააჩქაროს.

ზახარის თქმით, აღნიშნული კვლევა მნიშვნელოვანი იყო, რათა დანგრეულიყო მოსაზრება, რომ კორონავირუსის დროს სკოლაში სიარული უფრო საშიშია, ვიდრე სახლში ყოფნა.

WHO პასუხობს ყველა კითხვას, რომელიც სკოლასა და COVID-19 -ს ეხება

თეგები: კორონავირუსისკოლები

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

13 288 ინფიცირება, 51 გარდაცვალება – ეპიდვითარება საქართველოში

February 19, 2022
806
მთავარი ამბავი

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 32 ადამიანი გარდაიცვალა – რამდენია ინფიცირებული

January 5, 2022
793
საზოგადოება

საქართველოში „ომიკრონის“ 147 შემთხვევაა დადასტურებული

January 3, 2022
818

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია