fbpx
07/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

არწივის ქანდაკება ჩუღურეთში თავის ადგილს დაუბრუნდა

23:18 August 13, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
913
ნახვა

თბილისის მერია, ჩუღურეთის უძველეს ისტორიულ შენობაზე ინფორმაციას ავრცელებს:

„ეს ჩუღურეთია, თბილისის უძველესი და ისტორიული შენობების სიმრავლით გამორჩეული რაიონი.

ერთ-ერთი ასეთი შენობა, რომელიც საუკუნეზე მეტია აღმაშენებლის N36-ში დგას, მეცენატ ერასტი ჭავჭანიძის სახლია.

სახლის მშენებლობა ერასტი ჭავჭანიძემ 1903 წელს წამოიწყო, თუმცა წლების წინ, როცა ექვსიოდე წლის ბიჭი ხონიდან თბილისში, ფურნეში სამუშაოდ ჩამოიყვანეს, ვინ წარმოიდგენდა, რომ ის სახელოვანი, განათლებული კაცი გახდებოდა და თავის საოცნებო სახლსაც ააშენებდა.

ბიჭი ნიჭიერი და იღბლიანიც აღმოჩნდა. როგორც ამბობენ, იმ ფურნის გვერდით, სადაც ის მუშაობდა, გერმანელ ვაჭარს საგალანტერიო მაღაზია ჰქონდა გახსნილი. ერასტიმ გერმანული ენა მალევე აითვისა და მაღაზიის მეპატრონემ ბიჭი ლაიფციგში გაუშვა სასწავლებლად. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ერასტი ჭავჭანიძემ სავაჭრო სახლი გახსნა და საცხოვრებელი სახლიც ააშენა.

ლექტორის და მეცენატის ოჯახი ბევრ სტუმარს მასპინძლობდა, მაგრამ განსაკუთრებით საინტერესო ისაა, რომ ამავე სახლში სტუდენტებს და მოსწავლეებს აცხოვრებდა, ზოგს საზღვარგარეთ სასწავლებლად გზავნიდა, რომ კარგი განათლება მიეღოთ. როდესაც ეს სახლი აშენდა, ერასტი ჭავჭანიძემ სახლის ფასადის ერთ-ერთ დეტალად არწივი, როგორც თავისუფლების სიმბოლოს ქანდაკება დაამზადებინა. დიდხანს ამშვენებდა არწივი ფასადს, თუმცა საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, როდესაც მეცენატს ქონება ჩამოართვეს, არწივსაც, როგორც ყველა მსგავსს სიმბოლოს, საფრთხე დაემუქრა.

მალევე ქანდაკება დაიკარგა და ჩათვალეს, რომ განადგურდა. რამდენიმე წლის წინ, როდესაც სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა, სხვენში ფასადის უძველესი დეტალი იპოვეს. არწივი სანაგვეზე აღმოჩნდებოდა, რომ არა ჩუღურეთის გამგეობის თანამშრომელი ლევან ძნელაძე, რომელიც ამავე უბანში ცხოვრობს და ბავშვობაში ჰქონდა მოსმენილი სახლის ისტორია. სწორედ ლევანმა აღმოაჩინა, რომ დეტალი შენობას ეკუთვნოდა. ისტორია გადაამოწმეს და არწივი განახლების შემდეგ კვლავ თავის ადგილს დაუბრუნდა. ამ სახლში დღემდე ცხოვრობს ერასტი ჭავჭანიძის შვილიშვილი თამარ ჭავჭანიძე.

ორი წლის წინ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, მისი აივანი კაპიტალურად გამაგრდა, მთლიანად შენობა კი უკვე რამდენიმე წელია რეაბილიტირებულია.

თუმცა, ეს ამბავი არც შენობაზეა და არც მის დეტალებზე- ეს ისტორია პირველ რიგში პასუხისმგებლობის მქონე და საკუთარი ქალაქის მოყვარული ადამიანების შესახებაა“,- ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769
სიახლე

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766
საზოგადოება

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია