ბათუმში მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს თავზე ნაგავი დააყარეს, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ის რაც ბათუმში მოხდა იმდენად სამარცხვინო და ამაზრზენია არ მინდა დავიჯერო რომ ვინმე ამართლებს და ტაშს უკრავს.
ირაკლი ჩავლეიშვილის მსგავსი პატრიოტი და ღირსეული ადამიანი ძალიან ცოტა დაიარება ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. და მხოლოდ იმიტომ რომ მის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, ასეთი ქმედება პოლიტიკის კეთება რომ ჰგონიათ იმიტომ ვართ სწორედ ამ დღეში”, – წერს თინა ხიდაშელი.
Video: აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს თავზე ნაგავი დააყარეს











