„ქართულმა ოცნებამ“ ნიკა მელიას არ უნდა მოუხსნას იმუნიტეტი და არ უნდა დაიჭიროს, – ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს, რომ დაჩაგრულ მხარედ წარმოაჩინოს თავი.
„ბუნებრივია „ქართულმა ოცნებამ“ არ უნდა მოუხსნას იმუნიტეტი და არ უნდა დაიჭიროს, ეს საქმე საერთოდ უნდა დახუროს. აქედან უნდა გადავხედოთ ამ ისტორიას. ამიტომ, იმედია, რაღაც ამგვარი მოხდება.
მეორე მხარეს, მე რასაც ვხედავ, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, არის ტაქტიკა, როდესაც შენ ბრძოლაში ვერ იგებ, სუსტად, მსხვერპლად, დაჩაგრულ მხარედ უნდა წარმოაჩინო თავი, რომ ხალხს შეეცოდო, მგონი ასეთი რაღაც ხდება. არ მინდა, ასეთ ხელოვნურ დაძაბულობაში აქტივისტები დაზარალდნენ, თუნდაც, ნიკა მელია. ამას ვუყურებ როგორც სპექტაკლს, ორივე მხარე მიზნებსიკენ მიისწრაფვის“, – აცხადებს რაქვიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 16 თებერვალს პარლამენტი დეპუტატ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის პროცედურას დაიწყებს.










