აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჩინეთის მაღალჩინოსნებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
სავიზო შეზღუდვები ეხება ჩინეთის მთავრობისა და კომუნისტური პარტიის იმ მაღაჩინოსნებს, რომლებმაც ჰონკ-კონგის თავისუფლების ძირის გამოთხრაში მონაწილეობა მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთის პარლამენტმა ჰონგ-კონგთან დაკავშირებული ეროვნული უსაფრთხოების კანონი დაამტკიცა. კანონი ჩინეთს ჰონგ-კონგზე დამატებით უფლებამოსილებას ანიჭებს.
ახალი კანონის თანახმად, სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადდება გამოყოფისკენ მიმართული ნებისმიერი ქმედება, ცენტრალური მთავრობის ძირგამომთხრელი საქმიანობა, ტერორიზმი ან უცხოურ და გარე ძალებთან შეთქმულება.
ჩინეთის ხელისუფლება ჰონგ-კონგში გახსნის ახალ ოფისს, რომელიც იმუშავებს ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საქმეებზე და ექნება გარკვეული უფლებამოსილებები, მათ შორის, ჰონგ-კონგის სკოლებში ეროვნული უსაფრთხოების შესახებ განათლების მონიტორინგი.
ჰონგ-კონგს ევალება, შექმნას ეროვნული უსაფრთხოების კომისია, რათა შეასრულოს ახალი კანონით გათვალისწინებული პირობები პეკინის მიერ დანიშნულ მრჩეველთან ერთად.
NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჩინეთის პარლამენტის მიერ ჰონგ-კონგთან დაკავშირებული ეროვნული უსაფრთხოების კანონის დამტკიცება ჰონგ-კონგის ავტონომიას საფრთხეს უქმნის.











