ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ აშშ ჩრდილოეთ კორეის ყველაზე დიდი მტერია. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
როგორც კიმ ჩენ ინი ამბობს, აშშ-ის პოლიტიკა ჩრდილოეთ კორეის მიმართ არ შეიცვლება მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება აშშ-ის ხელმძღვანელობაში.
„ჩვენი საგარეო პოლიტიკური საქმიანობა უნდა იყოს ორიენტირებული აშშ-ს დამორჩილებაზე, ჩვენი უდიდესი მტერი და მთავარი დაბრკოლება ჩვენი ინოვაციური განვითარებისათვის. არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ხელისუფლება აშშ – ში, აშშ-ს ნამდვილი ბუნება და მისი ფუნდამენტური პოლიტიკა ჩრდილოეთ კორეის მიმართ არასოდეს იცვლება“,- განაცხადა კიმ ჩენ ინმა.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გასაუმჯობესებლად ვაშინგტონის მხრიდან მტრულ პოლიტიკაზე უარის თქმა არის საჭირო.











