ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ხელისუფლებასა და ოპოზიციას მიმართავს.
„მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ძალადობა მხოლოდ საქართველოს სტაბილურობის ძირის გამოთხრის მსურველებს აძლევს ხელს. არსებული ვითარება უნდა გადაიჭრას მშვიდობიანად“ – ნათქვამია განცხადებაში.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას პატიმრობა შეეფარდა.











