ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ქართველი სახალხო არტისტის კახი კავსაძის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
„ლეგენდარული მსახიობის, კახი კავსაძის გარდაცვალებას ბევრი ქართველი ოჯახის წევრის დაკარგვასავით განიცდის. ბატონი კავსაძის შემოქმედებამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა უამრავ ადამიანზე და სანაცვლოდ მიღებული სიყვარულისა და პატივისცემის მოზღვავება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მისი მემკვიდრეობა მარადიულია.
აშშ-ის საელჩო გულწრფელ თანაგრძნობას უცხადებს კახი კავსაძის ოჯახს, მეგობრებსა და ყველა ქართველს, ვინც მის დაკარგვას გლოვობს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.











