აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტომ კორონავირუსის წინააღმდეგ Johnson & Johnson-ის ვაქცინა დაამტკიცა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, Johnson & Johnson გაცილებით უფრო იაფია და მისი შენახვა ჩვეულებრივ მაცივარშიც არის შესაძლებელი.
Johnson & Johnson-მა გასულ თვეში განაცხადა, რომ მისმა ვაქცინამ გლობალური მასშტაბით ჩატარებულ კვლევაში, 66%-იანი ეფექტურობა, დაავადების მძიმე ფორმის თავიდან აცილების კუთხით კი 85%-იანი ეფექტურობა აჩვენა.
ვაქცინას ბელგიური კომპანია Janssen აწარმოებს და კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციისას მისი მხოლოდ ერთი დოზაა საკმარისი.











