ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „ღია ცის შეთანხმება“ ოფიციალურად დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია CNN-ი ავრცელებს.
რამდენიმე თვის წინ აშშ-მა „ღია ცის შეთანხმებიდან“ გასვლის გადაწყვეტილების მიღების მიზეზად რუსეთის მიერ ხელშეკრულების გარკვეული პუნქტების პერმანენტული დარღვევა დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ „ღია ცის შეთანხმება“ 34 სახელმწიფოს აერთიანებს და ხელშეკრულების ფარგლებში, ამ ქვეყნების ავიაციას შეუძლია, სხვა სახელმწიფოების ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენა განახორციელოს.











